თქვენ გაქვთ მეტი შესაძლებლობები, იმოქმედოთ ხალხის სახელით - ბობოხიძე პრეზიდენტს
პოლიტიკა - 17:08, 07 Apr, 2017     1097
პარლამენტის ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე გიორგი მარგველაშვილს მიმართავს: "თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, ეს არის ქართველი ხალხის მიერ თქვენთვის მოცემული ნდობის მანდატი და თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ ფხას, მე გარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობები, იმოქმედოთ არა მარტო კანონით განსაზღვრულ მანდატით, არამედ იმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით".
მისივე თქმით, მმართველ გუნდს სურდა, რომ პრეზიდენტი ერთი კაცის მსახური ყოფილიყო და ეს არ გამოუვიდა.


„გედი ფოფხაძემ გააკეთა განცხადება, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს გიორგი მარგველაშვილის არჩევის გამო. მინდა, დავამშვიდო ბატონი გედი, ეს არის ერთადერთი შეცდომა, რაც თქვენდაუნებურად მოგივიდათ შეცდომა და რომელიც არ არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ყველაზე ნაკლებად გაქვთ მოსახდელი. მაგრამ თვითონ დამოკიდებულება, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში უნდა მოუხადოთ მთელ ქვეყანას, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს, მეტყველებს თქვენს ღირებულებით სისტემაზე. რატომ არის მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი მოღალატე თქვენი ლოგიკით, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, დავესესხები იმ ბრძენ კაცს, რომელმაც ბრძანა, რომ მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა... თქვენი პრიორიტეტები ძალიან კარგად ჩანს, თურმე ერთი მაცის მსახურებაა მთავარი და თურმე პრეზიდენტ მარგველაშვილს სთავაზობდით ერთი კაცის მოსამსახურედ და არა ქვეყნის პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს ის როლი, რა როლს აკისრებთ თქვენ თავსაც. მინდა, იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, ვინც ფიქრობს, რომ ერთი კაცის მსახურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის მსახურება.​ბატონო პრეზიდენტო, მინდა, რომ მოგმართოთ თქვენ ხართ ერთადერთი კაცი, რომელსაც აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგიტიმაცია და თქვენი გამოსვლები არ არის საკმარისი პოზიციის დასაფიქსირებლად. თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, ეს არის ქართველი ხალხის მიერ თქვენთვის მოცემული ნდობის მანდატი და თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და თუ თქვენ გამოიჩენთ პოლიტიკურ ფხას, მე გარწმუნებთ, რომ თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობები, იმოქმედოთ არა მარტო კანონით განსაზღვრული მანდატით, არამედ იმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით. ამ ხელისუფლებაზე მშვიდად ყურება და გაგახსენებთ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს, „ბილწთ არ შევეკვრით ზავითა“, დაზავება ამ ხელისუფლებასთან, დამორჩილება ამ ხელისუფლებასთან იგივე შეკვრაა და ისეთივე დამღუპველია ქვეყნისთვის, როგორც ნებისმიერ უცხო ძალასთან შეკვრა“, - განაცხადა ბობოხიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42