"ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას" - კახიძე
პოლიტიკა - 16:20, 07 Apr, 2017     1106
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

“სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა ივანე მერაბიშვილის საქმეზე და სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ მერაბიშვილის პატიმრობა ემსახურებოდა არალეგიტიმურ მიზანს და მერაბიშვილის პატიმრობას საფუძვლად ედო ხელისუფლების შეფარული დღის წესრიგი. ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში მეშვიდე, ხოლო საქართველოსთვის პირველი შემთხვევა, როდესაც დადგინდა ევროკონვენციის მეთვრამეტე მუხლის დარღვევა.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მოხსენების შემდგომ საბერძნეთის, საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლოებს შეუერთდა ინგლისის სასამართლოც, რომელმაც ქართული მართლმსაჯულებისგან განსხვავებით დაინახა პოლიტიკური დევნის ნიშნები, ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეებში

სამწუხაროდ ქართული მართლმსაჯულება დუმს, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლებას, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ამას ეწირება კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძოდ პოლიციის, პროკურატურისადმი ნდობა,“ - აღნიშნა კახიძემ.

ოთარ კახიძეის თქმით, ძალადობის წახალისებამ და პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებამ გამიწვია 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები.

„გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ ერთადერთი ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინების კუთხით, როგორიც იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. სასამართლო, რომელიც რეალურად აბალანსებდა ხელისუფლებას და ზღუდავდა სახელმწიფო თვითნებობას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არა ერთ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

დეპუტატმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში გამოტანილ გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება.


„ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბის დაძლევა, არა უმუშევრობის შემცირება, ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა, არამედ ერთადერთი მიზანი, რაც მას ამოძრავებს, არის ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის ქვეყნის წინსვლა, განვითარება, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ მაშინ, როდესაც მშვიდობიანად, კონსტიტუციის გზით შევცვლით თქვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42