საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება ხდება - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 15:16, 07 Apr, 2017     1390
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე ხელისუფლებას პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობაში ადანაშაულებს.


როგორც გოცირიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, "ქართულ ოცნება" პრეზიდენტის კონსტრუქციული და ზომიერი გამოსვლითაც კი უკმაყოფილოა.

“დღევანდელი მმართველი ხელისუფლება იმითაც კი არის უკმაყოფილო, რომ პრეზიდენტმა სრულიად არგუმენტირებული, ზომიერი ფორმით გამოთქვა შენიშვნები ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემების შესახებ. ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი უმრავლესობისათვის. თქვენი სატელევიზიო გამოსვლებით მოვისმინეთ. ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მედიათავისუფლება, ჯერაც არ გათიშულა ობიექტური არხები და მოვისმინე თქვენი გამოსვლები, როდესაც ამბობთ, რომ პრეზიდენტი, თურმე, დროსა და სივრცეში ყოფილა აცდენილი თავის გამოსვლით. სამწუხაროდ, თქვენ აცდით დროს. დღეს ჩვენ ამ დარბაზში ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოში ფაქტობრივად კონსტიტუციური გადატრიალება ხდება. თქვენ არ მოგწონთ, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას იყენებს. თურმე რა ჩაუდენია პრეზიდენტს, როცა 6 ჯერ გამოუყენებია თავისი კონსტიტუციური უფლება და თქვენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდეთ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებების გამოყენებას. ქვეყანაში კონსტიტუციის ჭრა, კერვა და მორგება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი. ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქ გამომსვლელმა ბრძანა, რომ თურმე პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა იყოს არჩეული. თქვენ გინდათ შეცვალოთ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი საკუთარ თავზე მოირგოთ"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნინო გვენეტაძეს საკანონმდებლო ორგანოში ჯდომის მორალური უფლება არ აქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42