"სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით"- ზურაბიშვილი პრეზიდენტს
პოლიტიკა - 15:25, 07 Apr, 2017     4193
დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტს მიმართა, სადაც მან მარგველაშვილი გააკრიტიკა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ნელ-ნელა გადავიდა სახელმწიფო მდგომარეობიდან პოლიტიკურ არენაში.

"სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, არ თუ ვერ გაუფრთხილდით ამ სიმბოლოს ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმოამდგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანებისა და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა იქეცით საზოგადოებსი ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად. დღესაც, ალბათ, ვნახავთ თქვენსა და ერთ ფლანგს პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველ დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნე, თქვენვე დააყენეთ მაშინ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი.

სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება და ამის მაგივრად რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, ამის მაგივარდ დაპირისპირებისა და დაძაბულობის მაგალითს აძლევთ თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართელის პრეზიდენტი ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენ მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებზე. სააკაშვილის პრაქტიკა შეირგეთ და მადლობებსაც კარგად ღებულობთ",- მიმართა ზურაბიშვილმა პრეზიდენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42