პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს - აბაშიშვილი
პოლიტიკა - 14:46, 07 Apr, 2017     1081
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლა ჟურნალისტებთან შეაფასა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმნიშვნელოვანესი აქცენტები გააკეთა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს ეს შეეხებოდა დასაქმებას, უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდას, დოვლათის გადანაწილების პრობლემას, უსაფრთხოების საკითხებს, ანტიანექსიურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ასე გვჭირდება რუსეთის მცოცავი ანექსიის ფონზე.

საუბარი შეეხო მთლიანობაში საგარეო პოლიტიკურ კურსს, მედიის თავისუფლების მნიშვნელობას და მედიის სიძლიერეს, სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს, საუბარი შეეხო სასამართლოს ნდობას და სასამართლო სისტემის გაძლიერებას. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის აქცენტი, რომელიც პრეზიდენტის სიტყვაში იყო დაფიქსირებული, გამომდინარეობდა სწორედ საზოგადოების აზრისგან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთ, არამედ ათეულობით შეხვედრას მართავს საქართველოს რეგიონებში პროექტის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში, საქართველოს ასეულობით მოქალაქე, ათასობით ადამიანი აფიქსირებს იმ ძირითად საკითხებს, რაზეც დღეს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გააკეთა აქცენტი” - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა"- განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42