"მარგველაშვილმა მოქილიკე უმრავლესობას ცივი წყალი გადაასხა" - ხუხაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 14:10, 07 Apr, 2017     20473
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლითაც ქვეყნის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარსდგა, დადებითად აფასებს.

პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში კომპაქტური და თანამშრომლობისთვის მზად იყო.

ხუხაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ მარგველაშვილმა თავის სიტყვაში ისეთ ობიექტურ რეალობას შეეხო, როგორიც უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია.

ექსპერტი მონოპოლიის კუთხით გაკეთებულ აქცენტებსაც მიესალმება.

"პრეზიდენტი იყო კომპაქტური, მან ბევრი არ ისაუბრა. ეს სხვათა შორის სასიამოვნოა, ჩვენი პოლიტიკოსების გამოსვლების გათვალისწინებით. გიორგი მარგველაშვილი თავის სიტყვაში შეეხო ყველა მიმართულებას, რაც ქვეყნისთვის პრობლემატურია. პრეზიდენტის გამოსვლაში საკმარისად იყო პოზიტივიც, თანამშრომლობის სურვილიც ჩანდა. პრიორიტეტები სწორად იყო დალაგებული და ტრიბუნიდან ნეგატივიც გაჟღერდა. მთავარი გამოწვევა დღეს გახლავთ საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იყო პრეზიდენტის წინადადება, კერძო არბიტრაჟების აქტუალიზაციასთან დაკავშირებით, რაც ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს. პრეზიდენტი შეეხო იმასაც რომ ანტიმონოპოლური სისტემები ჩვენთან სუსტად არის განვითარებული, რაც ხელს უშლის წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს ობიექტური რეალობაა, ვაკვირდებით, როგორ მსხვილდებიან სისტემები და ფაქტობრივად ბაზარს კეტავენ. ასეთი დიდი სისტემების ამარად დარჩენილი ქვეყანა, ეკონომიკას ვერ განავითარებს და ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო პროცესებთან და ე.წ მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა "მოქილიკე უმრავლესობას ცივი წყალი გადაასხა".

"საინტერესო იყო მისი მოსაზრებები საკონსტიტუციო პროცესებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი შეეცადა კომფრონტაციაში კი არ შესულიყო, პირიქით, ხიდი გაედო საზოგადოებასა და საკონსტიტუციო კომისიას შორის. მარგველაშვილმა კომისიის წევრებს მოუწოდა, დახურულ კარებს მიღმა კი არ იმუშაონ, არამედ დამკვეთისგან, ანუ ხალხისგან მოისმინონ, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ გამოსვლაში გიორგი მარგველაშვილის ბოლო ფრაზა იყო, რითაც მან თავისი თანმიმდევრული მიდგომა დააფიქსირა იგივე მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. რითაც ის ქირქილი, ქილიკი, რომელიც უმრავლესობაში იყო, რომ პრეზიდენტის ყველა ვეტოს უპრობლემოდ გადალახავდა, ცივი წყალი გადაასხა. ის ფაქტობრივად შეუერთდა იმ სარჩელს, რომელიც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა" - განაცხადა გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42