ნატო-ს ვარშავის სამიტსა და საქართველოს უსაფრთხოებაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ნატო-ს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს.
შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოსაქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში.
ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ ექნება წარმოდგენილი
მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში - პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე - ევროპული უსაფრთხოება, მათშორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






