საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშით წარსდგება. ასევე გაიმართება დებატები, უმცირესობასა და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების გარდა, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა, როგორც უფრაქციო დეპუტატებს, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებსაც.
პრეზიდენტი დღეს თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევაზე ისაუბრებს, ამის შესახებ კომენტარს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს:
„პრეზიდენტის გამოსვლა მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში დგას, რაც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება და აწუხებს, გარდა ამ პრობლემების აღწერისა და მათზე საუბრისა, არის კონკრეტული გზების შეთავაზება, რაც ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პარლამენტი უნდა იყოს გახსნილი ორგანო, პრეზიდენტის გამოსვლა არის ის შესაძლებლობა, როდესაც ამის შესაძლებლობა ჩნდება“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






