100-წლოვანი ხეების გადატანა - ბიოლოგი მეწყერის საფრთხესა და ტერიტორიის დაჭაობებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 00:04, 07 Apr, 2017     5203
ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის შედეგად შესაძლოა ეკოსისტემა შეიცვალოს და ტერიტორია მეწყერის საშიშორების წინაშე დადგეს - ამის შესახებ გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში“ ბიოლოგმა ვასო გაბუნიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ადგილები ძალიან მოწყვლადი არის ეკოლოგიური თვალსაზრისით. გაბუნია აცხადებს, რომ ხეების გადატანას დაჭაობება მოჰყვება, რაც უკვე დაწყებულიცაა და ამოღებული ხეების ადგილების გამაგრების გარეშე ტერიტორია სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება.

,,მე ვნახე ისეთი რამ, რაც არასდროს არსად არ მინახავს. ნიადაგი არის წითელმიწა, რკინით გაჯერებული, ამიტომ შეირჩა ის სუბტროპიკული კულტურების გასაშენებლად. ნაყოფიერი ფენა, რომელზეც ქვეტყე მოდის, ძალიან რთულად იქმნება ასეთ ნიადაგებზე. ეს ხეები დარგული იყო იმის გამო, რომ ჭარბტენიანი ნიადაგები გადაქცეულიყო ნაკლებად ჭარბტენიან ნიადაგებად და გამოყენებადი ყოფილიყო იგივე სუბტროპიკული კულტურებისთვის, ლოკალური ადგილები უკვე იწყებს დაჭაობებას, პირველი ტიტას შემთხვევაში ის ადგილი უკვე დაჭაობებულია. რთული იქნება იმის ამოვსება და ის ადგილი რომ ეწყრად არ გადაიქცეს, ძალიან დიდი ხანი დაჭირდება, ან იმხელა თანხები და იმაზე მეტი, ვიდრე იმ ხის გადატანას დაჭირდა. ეს არის ანაბანა, რომ ხეების გაჩეხვა იწვევს მეწყერს, განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც არის აჭარა. აქ არის ნიადაგი რთულად მოთვინიერებადი. ამდენად, ასეთი კოლოსალური ორმოები, ასეთი დომინოს პრინციპით, მიგვიყვანს სერიუზულ პრობლემაბდე, თუ არ მოხდა მისი გამაგრება. დაერგოთ ეს ხეები თავიანთ დენდროლოგიურ პარკში და გაიზრდებოდა და მათ შვილებს და შვილიშვილებს ექნებოდათ“ - აცხადებს ვანო გაბუნია.

ბიოლოგის თქმით, ამ ყველაფერს კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რის შემდეგაც ტერიტორია ახალი ხეებით უნდა ჩანაცვლდეს. გაბუნია ამბობს, რომ ივანიშვილს თუნდაც 30-წლიანი ხეები რომ გადაეტანა, ასეთი ეკოლოგიური ზიანის მომტანი არ იქნებოდა.

,,ეკოსისტემა ირღვევა, გზაზე აღარაფერს ცლაპარაკონ, ამან გაიარა უზარმაზარი გზა და პარალელურად გაანადგურა უამრავი რამ. ჯირკვი რომ არის დარჩენილი ის გადაბელილი კი არა მოჭრილია და ზედ დომინო შეგიძლია ითამაშო. ამას ჭირდება არა ერთი აგრონომის ჩამოყვანა ამერიკიდან, რომელსაც ფულს გადავუხდი და იტყვის, შეიძლება ამის ამოღებაო, არამედ კომპლექსური შესწავლა უნდა" - აცხადებს ვასო გაბუნია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42