პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა, თუ როგორ უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში.
„თუ პრეზიდენტისთვის არის საბჭოთა კავშირი ის, რომ ადამიანები ინსტიტუტებს ენდობიან, მაშინ ეს, მე ვფიქრობ, მისი პრობლემა არის, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ერკვევა რას ნიშნავს ინსტიტუციური ნდობა. პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არის არათანმიმდევრული და საერთოდ ხედვა არ აქვს, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების სისტემა და როგორ უნდა მუშაობდნენ სპეცსამსახურები საქართველოში, მაშინ, როდესაც ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს ე.წ. მოსმენების კანონი გააკრიტიკა და ხელისუფლება საბჭოურად აზროვნებაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






