რატომ ერჩის გუგული მაღრაძე ილიკოს, ილარიონს და ჩცდ-ს - დეპუტატი შემოქმედებით იდეებს იწუნებს
პოლიტიკა - 18:09, 06 Apr, 2017     11154
საჯარო ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება: პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის ავტორი უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძეა. მასვე ეკუთვნის იდეა, რომ „ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევას ასახავს გარკვეულ საათებში აიკრძალოს ან დაიბლაროს“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „ქართულ სერიალებში დადებითი გმირები, ისე ლამაზად ეწევიან, რომ ამან მოზარდებზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა“.

პარლამენტარს ამ მიმართულებით პრეტენზია აქვს „ჩემი ცოლის დაქალების“ მიმართ. დეპუტატს არც ის ესმის, რატომ გამოიწვია მისმა ინიციატივამ საზოგადოებაში პროტესტი.

„ჩვენ გავაკეთეთ სოციოლოგიური კვლევა, მოსახლეობის 90 % საჯარო ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვას უჭერს მხარს, მათ შორის მწეველები“- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კითხვაზე შეიცავს თუ არა მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მწეველების უფლების შეზღუდვას მაღრაძე ამბობს: „ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც ის ზიანს აყენებს მეორე ადამიანის უფლებას. როდესაც დაწესებულებაში არამწეველებსაც უნდათ შესვლა, ისინიც მუშაობენ იქ და მათ ჯანმრთელობას არ უნდა შეექმნას საფრეთხე თუ ვინმე ეწევა. კანონი მიმართულია არამწეველების დასაცავად და ასევე მწეველების ჯანმრთელობის დასაცავად. როდესაც ამ ადამიანებს ექნებათ გარკვეული შეფერხება და ვერ მოწევენ დახურულ დაწესებულებაში, იძულებული იქნება გარეთ გავიდეს, ის თანდათანობით შეამცირებს მოწევას და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ მოწევას დაანებებს თავს. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები ძალიან გვენანებიან. წელიწადში მილიარდ ნახევარი ლარი გადის მარტო თამბაქოს საყიდლად“.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რომელიც თანახმადაც ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრები უნდა დაიფაროს, „ნიუპოსტი“ დეპუტატთან შეეცადა გაერკვია, ხომ არ იქნება ეს შინაარსა და შემოქმედებით საქმიანობაში უხეში ჩარევა.

„როდესაც ფილმში აჩვენებენ, რომ ლამაზი მამაკაცები, ქალები სიმპატიურად ზიან და ეწევიან სიგარეტს, ეს ახდენს დადებითი მიმბაძველობის გავლენას არასრულწლოვნებზე. ახალგაზრდებს თამბაქოს მოწევა კარგ ტონად მიაჩნიათ და ბევრი 13 წლის ასაკში იწყებს მოწევას. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფილმებში შეზღუდული უნდა იყოს. არ უნდა ჩანდნენ ფილმის გმირები, რომლებიც ეწევიან სიგარეტს. არის სპეციალური მეთოდები, რომ კადრში სიგარეტი არ გამოჩნდეს, ან შეიძლება იყოს მეთოდი, რომ ასეთი ფილმები გაუშვან ღამის საათებში, როცა 18 წლამდე აკრძალული ფილმები გადის.

ეს არანაირად არ არის შემოქმედებით საქმიანობაში უხეში ჩარევა, ის რომ მაგალითად ჩემი ცოლის დაქალებში ყველა ქალი ეწევა, ეს არანაირი შემოქმედებითი იდეის გამოხატვას არ ემსახურება. ვინც ამ სერიალშია (ჩცდ), აბსოლუტურად ყველა ქალი ეწევა, როცა ასეთი ლამაზი ქალები ასე ლამაზად ეწევიან, ახალგაზრდას მიმბაძველობის სურვილი უჩნდება. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი, მაგრამ ჩვენ ყველა ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ იყოს გავლენა, ისინი ჩაერთონ თამბაქოს მოწევაში. სიგარეტისგან საქართველოში ყოველ წელს 11 000 ადამიანი კვდება“- აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე, რომ თამბაქოს გამოყენება არამხოლოდ თანამედროვე სერიალებში, არამედ ძველ ქართულ ფილმებშიც აქტიურად ხდება (მაგ: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) დეპუტატმა შეზღუდვის აუცილებლობაზე ძველ ფილმებთან მიმართებითაც ისაუბრა.

„თუ ფილმში თამბაქოზეა საუბარი, ეს სხვაა და თუკი მოწევის ფაქტი ჩანს, მაშინ ისიც უნდა დაიბლაროს. არის მეორე ვარიანტი, რომელიც მოსახლეობის გაფრთხილებას გულისხმობს“ - დასძინა მაღრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42