ომბუდსმენი შშმ ბავშვთა აღზრდის სერვისებში არსებული პრობლემების შესახებ რეკომენდაციას აქვეყნებს
პოლიტიკა - 15:51, 06 Apr, 2017     899
სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეკომენდაციით მიმართა უზრუნველყოს მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადექვატური ზრუნვის შეთავაზება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის დროს შემოწმდა მოქალაქე ი.ს.–ს მიმღებ ოჯახში მყოფი აღსაზრდელების, ასევე სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსებული ბენეფიციარის ლ.ბ.–ს უფლებების რეალიზების ხარისხისა და მათთვის გაწეული მომსახურების შესაბამისობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებით.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მიმღები მშობელი არ ფლობს დაუნის სინდრომის მქონე პირების ფიზიკური, ფსიქო-მოტორული, ემოციური, სოციალური, კოგნიტური განვითარებისთვის საჭირო უნარებს, მათთან მუშაობისთვის აუცილებელ ცოდნას. არ ხორციელდება სათანადო ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხდება მიმღებ ოჯახში აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით). არ მიმდინარეობს ადეკვატური ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას და უსაფრთხოებას.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ი.ს.–ს მიმღებ ოჯახში ერთდროულად 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება მათთვის ადექვატური სახელმწიფო ზრუნვის სერვისის შეთავაზების თაობაზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. განახორციელოს მინდობით აღზრდის სერვისის სისტემატური ზედამხედველობა და ჯეროვანი მონიტორინგი; ასევე, გაატაროს საჭირო ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარის ლ.ბ.–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე"- აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

იხილეთ რეკომენდაციის სრული ელექტრონული ვერსია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42