საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უარყოფს ქეთი დოლიძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან თეატრალურ ფესტივალს „საჩუქარი“ ბიუჯეტი გაუნახევრა. მიხეილ გიორგაძის თქმით მას ქეთი დოლიძის მაგივრად სცხვენია.
„ძალიან მეუხერხულება და მცხვენია ქალბატონი ქეთი დოლიძის მაგივრად, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ მე მას გავუნახევრე ბიუჯეტი. იძულებული ვარ ეთერში მოვსულიყავი ბრძანების დოკუმენტით. ჩემი ბრძანება შარშანდელი, რომელიც ამბობს, რომ ფესტივალს გამოეყო 479 000 ლარი, ხოლო წელს 450 000 ლარი გამოვუყე“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისი თქმით როდესაც ის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, მაშინ ფესტივალ საჩუქარს ქონდა გამოყოფილი 650 ათასი ლარი, ქეთი დოლიძემ 200 ათასი ლარი საკუთარი ნებით მოაკლო ფესტივალს და გამოიყენა ედინბურგის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და იქ ერთი თვით წავიდა. მინისტრის თქმით ფესტივალს 300 ათასი ლარი მერიიდანაც აქვს გამოყოფილი.
„წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ თეატრს ვერ დავახარჯავდით 200 ათას ლარს.“- აღნიშნა გიორგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






