ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატებიც" შეიტანენ
პოლიტიკა - 13:39, 06 Apr, 2017     990

,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ ბრიფინგი გამართეს და კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში, თბილისის ოფისში ე.წ. მოსმენების კანონზე 25 ინდივიდუალური სარჩელი შეიტანეს. პარტიის პოლიტიკური მდივნის, ნინო გოგუაძის განმარტებით ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არც ერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე.

,,ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები’’ ვუერთდებით კამპანია ,,ეს შენ გეხება’’-ს და როგორც მოქალაქეებს შეგვაქვს ინდივიდუალური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვასაჩივრებთ კანონს მოსმენების შესახებ. კანონს, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება მოსმენების ტექნიკური საშუალება იყოს ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში. სამწუხაროდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ოცნებამ არ დააკმაყოფილა, არ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მოსმენების ტექნიკური საშუალება კვლავ სუს-ის დაქვემდებარებაშია. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან ხშირად სახელმწიფოს უსაფრთხოების სახელით მზად არის დაარღვიოს თითოეული ადამიანის უფლება და ღირსება. ეს არის საბჭოთა ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ესმის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო სწორედ იმით განსხვავდება საბჭოთა ტოტალიტარული ან ავტორიტარული სახელმწიფოსგან, რომ ადამიანი, მისი უფლება, ღირსება და პრინციპები დაცული უნდა იყოს არამარტო სხვა ადამიანისგან ან ადამიანთა ჯგუფისგან არამედ პირველ რიგში სახელმწიფოსგან. ეს არის ღირებულებითი დაპირისპირება და ჩვენ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთელი სამართლებრივი სისტემა ამით შეარყია. როგორ უნდა მოთხოვოთ რიგით მოქალაქეს დაიცვას კანონი, როდესაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არ იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვასაჩივრებთ ამ კანონს ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს თავისივე გადაწყვეტილებით, კონსტიტუციით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით და ამ კანონს კვლავ ბათილად ცნობს, რადგან ადამიანის უფლებები არ შეიძლება ხელყოფილი იყოს არცერთი უწყების ინტერესებიდან გამომდინარე’’, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42