მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა მიმადინარეობს. პრემიერ-მინისტრმა სხდომის დასაწყისში რამდენიმე საკიტხთანდ აკავშრებით გააკეთა განცხადება.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი შეტანხმება, რომლითაც პრაქტიკულად საქართველო ხდება ევროპული წესრიგის ნაწილი, ამ შეთანხმების თანახმად ონლაინ რეჟიმში თანამშრომლობა ევროპის პოლიციურ სტრუქტურებთან და ეს თანამშრომლობა ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ოპერატიულ შეხებას ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც ევროპოლთან, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ სტრუქტურებთან, ეს ხელშეკრულება უპირველეს ყოვლისა არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ნამდვილად ღირსეულად უნდა ვატაროთ, როგორც სანდო პარტნიორებმა ევროპისათვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






