ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსშემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც შევიდეს.
„მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ საბოლოო ჯამში ეს სარჩელი აღმოჩნდესსტრასბურგში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოსშემადგენლობა საკანონმდებლო ცვლილებებით შეცვალა ქართულმა ოცნებამიმისთვის, რომ მათთვის არასასურველი განაჩენები აღარ დამდგარიყო,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საკითხზე კომენტარი გაკეთდა ევროპულ საქართველოშიც.
„პარლამენტმა იმდენად ანტიკონსტიტუციური მოდელი დატოვა თვითონ, რომ შეუძლებელია ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ამ ახალ სარჩელზე სხვა გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ეს ახლად მიღებული კანონი, რომელიც ძველს სისტემას და მოსმენებს ძალაში ტოვებს არ გააუქმოს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
უმრავლესობაში კი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონს ოქროს შუალედს უწოდებენ.
„ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა, რაც ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაბამისად ჩვენს გუნდში ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






