რატომ ამბობს 30% კვლევაში მონაწილეობაზე უარს - „მმართველი გუნდი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს“
პოლიტიკა - 20:26, 05 Apr, 2017     2224

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალურ მონაცემები გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა რჩება. გამოკითხულთა 47% მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ხოლო, 24% მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური კრიზისია. ტერიტორიულ მთლიანობას 9%, ხოლო სოციალურ პრობლემებს 3% ასახელებს.

კვლევაში ასევე მწვავე შედეგებია პოლიციის ინსტიტუტთან მიმართებით და არანაკლებ საყურადღებოა ქვეყნის განვითარების მიმართულება, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 25% თვლის, რომ ბედნიერია.

აღნიშნული კვლევის შედეგების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, კვლევამ საქართველოში არსებული რეალობა აჩვენა და წინ წამოწია ის პრობლემები, რაც დღეისათვის ხალხს აწუხებს:

„კვლევამ აჩვენა ის სადაც ვცხოვრობთ და ვხედავთ ყოველდღიურად, ამისთვის კვლევა არ არის საჭირო, საკმარისია ქუჩაში გავიხედოთ, ჩვეულებრივ ხალხს დაველაპარაკოთ და დავრწმუნდებით, რომ ყოველდღიურად სიდუხჭირე და ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, რაზეც 21-ე საუკუნეში არც კი უნდა ვსაუბრობდეთ“, - აღნიშნავს შაშკინი.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი პოლიციის ინსტიტუტისადმი ნდობის ფაქტორის დაქვეითებაზე საუბრობს და ამ პრობლემას განსაკუთრებით საყურადღებოდ ასახელებს:

„ამ კვლევებში ძალიან მტკივნეული იყო პოლიციის რეიტინგის მკვეთრი დაცემა, თითქმის განახევრებულია შიდა პოლიციის რეიტინგის მაჩვენებელი 2011 წელთან შედარებით. ეს არის ძალიან მტკივნეული, 9 წლის განმავლობაში ვხედავდით, რამდენი შრომა იყო ჩადებული ამ ინსტიტუციის შექმნაში და იმ ინსტიტუციიდან რა სიტუაციაშიც პოლიცია შევარდნაძის პერიოდში იყო, 9 წლის მანძილზე იყო ერთ-ერთ ყველაზე საამყო ინსტიტუციად აყვანილი. ამისთვის სახელმწიფომ ბევრი იშრომა. ფაქტია, რომ ახლა ეს მაჩვენებელი არის განახევრებული და ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ეს პოლიცია შექმნა, არის ციხეში. იმ ხალხმა კი, რომლებიც ახლა მართავენ ამ ინსტიტუციას, მოახერხეს 4 წელიწადში გაენახევრებინათ ნდობის მანდატი, რომელიც ჩვენს პოლიციას ჰქონდა.

ამ კვლევაში არის საინტერესო სლაიდი, სადაც ყველაზე გულახდილად პასუხობს ხალხი. ეს არის ქვეყნის განვითარების მიმართულება, 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, იყო დაახლოებით 20-25% ხალხისა, რომელიც თვლიდა, რომ ქვეყანა ვითარდებოდა არასწორი მიმართულებით, ახლა გავიდა 13 წელი, ახლა არის მხოლოდ 25% ბედნიერი იმ მიმართულების გამო, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება. თუ ადრე 75% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდიოდა, ახლა ამას მხოლოდ 25% ამბობს და ის 25% რომელსაც 2004 წელს არ მოსწონდა ვარდების რევოლუცია, ახლა არის სრულიად ბედნიერი. ეს ამტკიცებს იმას, რაზეც მე დიდიხანია ვსაუბრობ, რომ 2012 წლის შემდეგ მოხდა რესტავრაცია საქართველოში შევარდნაძის რეჟიმის, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ იგივე ხალხს ვხედავთ, იმავე სახეებს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას შევარდნაძის დროს, როდესაც არც შუქი და არც გაზი გვქონდა, ქუჩაში ვერ გავდიოდით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ესენი არიან იმავე იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე მათი თანამოაზრენი მაშინ“, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

მისივე თქმით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 30% უარს ამბობს კითხვებზე პასუხის გაცემაზე. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს ფაქტორი განპირობებულია იმით, რომ ამ 30%-ს პასუხის გაცემის ეშინია:

„კვლევის პირველივე სლაიდზე არის მაჩვანებელი იმისა თუ რამდენმა ადამიანმა თქვა უარი კვლევაში მონაწილეობაზე და ეს მაჩვენებელი არის 30%. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თურმე ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება გვაქვს, ხალხი კი თავისუფლად სუნთქავს, ამ ხალხისთვის არის ეს მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეების ერთი მესამედი უარს ამბობს კვლევაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ეშინიათ პასუხების გაცემის, არ არიან დარწმუნებულები, რომ იქნება კომფიდენციალური. ბოლო დროს ამ პროცენტის გაზრდის დინამიკა შეიმჩნევა სხვადასხვა კვლლევებში“, - მიიჩნევს შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელისუფლების დამოკიდებულებასაც ეხმაურება კვლევების მიმართ და აღნიშნავს, რომ მსგავსი შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადება მიუღებელია, რადგან კვლევა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს წარმოაჩენს:

„მმართველი გუნდი უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას, რაც შეიძლება დაუშვას ნებისმიერმა ხელისუფლებამ. ეს შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ იმის ნაცვლად, მათ აღიარონ, რომ აქვთ პრობლემები, პრემიების აღების ნაცვლად ეს ფული გაუშვან ეკონომიკაში და დაეხმარონ სოციალურად დაუცველ ადამიანებს და ცხოვრება გაუუმჯობესონ მათ, უნდობლობაზე საუბრობენ. რა უნდობლობაზეა საუბარი? თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ განცხადებებით ხალხი კარგად იქნება, მაშინ დრო გვიჩვენებს“, - დასძენს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42