აღნიშნულს დღეს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის სიკეთეები, რაც კეთდება, ელისაშვილის მხრიდან უკუღმა არის დანახული. გავრცელებული ინფორმაციისთვის კი ელისაშვილს მკაცრ პასუხს მოსთხოვს, როდესაც საკრებულოში მივა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ილუსტრაცია იმ დოკუმენტს ერთვის, რომელიც თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურიდან მიიღო:
„გული მაქვს გახეთქვაზე, ეს რომ წავიკითხე, ახლა ვფიქრობ, გუდა-ნაბადი ხომ არ ავიკრა და საერთოდ გადავიხვეწო ქვეყნიდან, ახლა ვფიქრობ, რომელ ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი.
სინამდვილეში, ის ილუსტრაციები თვითონ მერიის გამოგზავნილია, მე კი არ დავხატე?! ნარმანიამ ვერც უარყო, რაღაცას მიედმოედო და ის მთავარი კითხვა, ეს ილუსტრაციები ნამდვილად იდო თუ არა ამ დოკუმენტში და ამაში 490 ათასი ლარი ნამდვილად გადახდილია თუ არა, ამას გვერდი აუარა. ეს ილუსტრაციები ნამდვილია, მერიის ეკონომიკის სამსახურმა გამომიგზავნა, ამ კითხვას გასცეს პასუხი, რა საჭიროა გენერალური გეგმის პარალელურად კიდევ ნახევარი მილიონი ლარის გადაყრა კონკრეტული არეალის გენგეგმაში. ეს ილუსტრაციები ახლავს თუ არა იმ დოკუმენტაციას, ამაზე გაგვცეს პასუხი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






