თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის ზღვის განვითარების გეგმის თაობაზე გამოქვეყნებულ ილუსტრაციას „აბსურდს“ უწოდებს. ნარმანიას განცხადებით, 11 აპრილს, როდესაც იგი საკრებულოში მივა ელისაშვილს მკაცრ პასუხს მოსთხოვს:
”თქვენც გეღიმებათ, ხომ ხედავთ, მეც მეღიმება ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორ წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






