"ხუხაშვილი პირდაპირ თანამონაწილეა იმის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს, პროპაგანდა მიდის ტემპერატურის ასაწევად"
პოლიტიკა - 15:10, 05 Apr, 2017     8286
"ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძეცხადებს, რომ გია ხუხაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის თანამონაწილეა.

”ცოტათი მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის პროცესის განხილვაში იმდაგვარად, რომ პირდაპირ სცენარსაც კი წინასწარმეტყველებენ, თუ რაზე გამოვა პრეზიდენტი, რაზე ილაპარაკებს, როგორი იქნება დეტალები და ასე შემდეგ. როდესაც ამ ყველაფერს უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს ადამიანი, კონკრეტულად გია ხუხაშვილი, ექსპერტი კი არ არის, პირდაპირ თანამონაწილეა იმ გამოსვლის, რასაც პრეზიდენტი ამზადებს"- აღნიშნა კობერიძემ.

მისი თქმით, "ასეთი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო კითხვის ნიშნებს ბადებს".

დეპუტატის შეფასებით, აქტიური პროპაგანდა მიდის რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იყოს აწეული.

ეს არის ძალიან საინტერესო - აქტიური პროპაგანდა მიდის იმისა, რომ ამ დღეს პარლამენტში ტემპერატურა მაქსიმალურად იქნება აწეული. მინდა ყველას შევახსენო, რომ მათ შორის ასეთი სახის ექსპერტებსაც, რომელთა წინასწარმეტყველებები იშვიათად ხდება ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ფუნქცია არის დამბალანსებლის როლი საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში და არა ტემპერატურის აწევა და ისეთი თემების გამწვავება, რომელიც დღეს საქართველოში არ არსებობს”, - განაცხადა კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42