საქართველოში ნორვეგიელი კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება
პოლიტიკა - 14:55, 05 Apr, 2017     1066
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება. დღეს ნორვეგიელი ადმირალი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიიღეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიული მხარის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს.


მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია, სადაც მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, ამოცანის, შესრულებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა კი, ნორვეგიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ პრიორიტეტებსა და შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე ესაუბრა. მან საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და JTEC-ის მუშაობის პროცესში ნორვეგიულ მხარის დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42