„დღეს დილიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, რომელიც GDS_დან გადავიდა ამ არხზე, მიიღო ერთპიროვნნული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის სხდომის, ბიუროს, კომიტეტების ლაივს აღარ მიაწვდის კომერციულ არხებს, გარდა იმ მასალისა, რომელიც გავა მეორე არხზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ის მწვავე დებატები, რომელიც გვაქვს პარლამენტში, ბიუროზე, კომიტეტებზე მოსახლეობამდე ვეღარ მივა და თუ შესრულდა ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში: დაბალი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და დისკუსია რომელილც ჩვენ გვაქვს ხოლმე პარლამენტში აღარ იქნება საზოგადოებასთან მიტანილი. ასევე ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ თუ რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, დარგობრივ კომიტეტზე თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა იმ წინადადებას რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუმჯობესებას, ბიზნესის ზრდას და მტელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ” - განაცხადა კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






