საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ მმართველ გუდში. გია ვოლსკის განცხადებით მთავარი არა წინასწარი გამოკითხვა, არამედ არჩევნების შედეგებია, რომელიც არასდროს ემთხვევა კვლევის შედეგებს.
კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ხელისუფლების რეიტინგის ვარდნის მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამ ავტორიტეტული სოციალური კვლევის შედეგებში რაიმე სახის ეჭვი შევიტანოთ. ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა განპირობებულია იმ მოვლენებით, რომელიც მოხდა არჩევნების შემდგომ პერიოდში. რუსთავი 2-ის მოვლენებმა გააშიშვლა ხელისუფლება და სასამართლო სისტემა. ეს გარემოებები, ეს შეუსრულებელი დაპირებები და განცდა უპერსპექტივობის ხალხში აისახა ამ კვლევის შედეგებში,“ - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






