„გამოდის, რომ რეალურად ამ პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება რეალურად ურთმელიძეს გაუკეთებია“ - აცხადებს იურისტი.
მისი თქმით, გადაწყვეტილებაში რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებია.
„ამ გადაწყვეტილებებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი უფლებების დაცვა სტრასბურგის სასამართლოში. დიდი პალატა არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ, თურმე, ქიბარ ხალვაშზე განხორცილებული ზეწოლა, რომელიც არ მტკიცდება არაფრით, ყოფილა საჯაროდ ყოფილი ფაქტი და ამ გარემოებით ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა იძულებას, რაც არის სრულიად გაუგებარი რამ როგორ შეიძლება, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საჯაროდ ცნობილი ფაქტიდან და ისიც გაუგებარია, საიდან იყო ცნობილი, ვინაიდან არ არის დამტკიცებული, გამოიყენა იმის არგუმენტად, რომ ქიბარ ხალვაში ეცნო რუსთავი2-ის მესაკუთრედ“ - განაცხადა თამთა მურადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






