გამოკითხულთა 73% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს
პოლიტიკა - 19:44, 04 Apr, 2017     1603

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის ოფიციალურ შედეგების თანახმად, 73% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის პოლიტიკური საფრთხეა, 57% კი თვლის, რომ რუსეთი ქვეყნისთვის ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
რესპონდენტთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსული აგრესია კვლავ გრძელდება - ასეთია IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგი.
გამოკითხულთა 23% ფიქრობს, რომ რუსული აგრესია დასრულებულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს აგრესია კვლავ განახლდეს. 10% საქართველოს მიმართ რუსული აგრესია დასრულდა და მის განახლებას არ ელის.

კითხვაზე: ”რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში ყოფნით?” გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად, გამოკითხულთა 11% მიიჩნევს, რომ ის დაცულია, 28%-ის აზრით უფრო დაუცველია, ვიდრე დაცული, 9% კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე ის საქართველოში ყოფნით დაუცველია.
სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება შედეგები ასეთია: საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხულთა 42% ევროკავშირს, 33% აშშ-ს, 29%აზერბაიჯანს, 28% კი უკრაინას ასახელებს.

გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა, ამასთან, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობებიც უნდა შეინარჩუნოს.

რესპონდენტთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ პროევროპული უნდა იყოს. გამოკითხულთა 12%-ის აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთის მოკავშირედაც უნდა დარჩეს. მხოლოდ პრორუსულ კურსს კი გამოკითხულთა 3% ემხრობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42