ორი მარინე, ორივე გიორგის ასული.... - დავა პოლიციელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებს შორის
პოლიტიკა - 19:39, 04 Apr, 2017     2815
ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე - დაახლოებით ამ სცენარით ვითარდება საქართველოში მოვლენები. საქმე ეხება ორ სხვადასხა ორგანიზაციას, რომელთა სეგმენტი და სახელწოდება თითქმის იდენტურია.

საუბარია "ქართველ პოლიციელთა ასოციაციასა" და "საქართველოს პოლიციელთა ასოციაციაზე". ორივე მათგანი ყოფილი სამართალდამცავებითაა დაკომპლექტებული და საქართველოში მოქმედი თუ ყოფილი პოლიციელების ინტერესებს იცავს.

„ქართველ პოლიციელთა ასოციაია“ „სამართალდამცავთა ლიგის“ წევრებმა გასულ წელს დაარეგისტრირეს.

მიმდინარე წლის 10 მარტს კი ასპარეზზე „საქართველოს პოლიციელთა ასოციაცია“ გამოვიდა, რასაც სდლ-ს განცხადება მოჰყვა. ორგანიზაცია უკმაყოფილებას გამოთქვამს ახალი ორგანიზაციის სახელთან დაკავშირებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელით - "საქართველოს პოლიციელთა ასოციაცია" - ორგანიზაცია უკვე არსებობს და მისი დამფუძნებელი ყრილობა 2016 წლის 30 სექტემბერს შედგა. სპა - მ უკვე გააკეთა განაცხადი ipa -ის წევრობაზე და საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერაც მიიღო. ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს გაითვალისწინონ ეს რეალობა და ახლადდაფუძნებულ ჯგუფს სხვა მისაღები სახელი შეურჩიონ. ჩვენი მხრიდან მზად ვართ თანამშრომლობისათვის“- აცხადენენ „ქართველ პოლიციელთა ასოციაციაში", რომლის ერთ-ერთი წევრი დავით დათაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თავდაპირველად მათი სურვილი იყო, რომ ორგანიზაციას „საქართველოს პოლიციელთა ასოცია“ დარქმეოდა, თუმცა ამის საშუალება საჯარო რეესტრმა არ მისცა.

დათაშვილის თქმით, იმის გამო რომ 10 მარტს დაფუძნებული ორგანიზაცია სამართალდამცავთა ლიგის წევრთა მიერ დაარსებულ ორგანიზაციას ჰგავს, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.

„ჩვენ, სამართალდამცავთა ლიგის წევრებმა, საერთაშორისო პოლიციის ასოციაციასთან მოლაპარაკებები დავიწყეთ, ამ ორგანიზაციაში 65-ზე მეტი სახელმწიფო და 500 000 -მდე მოქმედი და ყოფილი სამართალდამცავია გაწევრიანებული. აქტიური კომუნიკაციის შედეგად ჩვენ ლიტვის სექციის წევრები გავხდით. რადგან ჩვენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ასოცირებული წევრები ვართ, ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომ საქართველოშიც გაიხსნება საერთაშორისო პოლიციის ასოციაციის საქართველოს სექცია.

რაც შეეხება სახელთან დაკავშირებით გაუგებრობას, პირველ ეტაპზე ორგანიზაციას ერქვა საქართველოს პოლიციელთა ასოციაცია, თუმცა რადგან კანონმდებლობით ამ სახელის გამოყენება ნებადართული არ არის, სახელწოდება შეიცვალა და ორგანიზაციას ქართველ პოლიციელთა ასოციაცია ეწოდა და საჯარო რეესტრშიც ამ სახელით დარეგისტრირდა.

ამ ბოლო დროს კი გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი სახელის ანალოგიურია. ისინი რეალურად ჩვენ სახელს იყენებენ, სიტყვების თამაშია უბრალოდ, ყველას ასოციაცია უჩნდება, რომ ამ ორგანიზაციის უკან ჩვენ ვდგავართ“- განაცხადა დავით დათაშვილმა.

„ქართველ პოლიციელთა ასოციაციის“ წარმომადგენელი პრობლემას უწოდებს იმ ფაქტს რომ „სახელის გამოყენება“ ხდება და არა იმას, რომ შესაძლებელია ქვეყანაში სამართალდამცავთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები არსებობდეს. „ეს ადამიანები რეგისტრაციაშიც არ არიან“- აღნიშნა მან.

„ნიუპოსტი“ საქართველოს პოლიციელთა ასოციაციის“ წარმომადგენელსაც ესაუბრა. გიორგი ელიზბარაშვილი სდლ-ს ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ორგანიზაციის დასარეგისტრირებლად ყველა საბუთი გააჩნიათ.

ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 10 მარტს დამფუძნებელი კრება გამართა.

ორგანიზაცია საქართველოს პოლიციელთა ასოციაციის (სპა) მიზანია ყოფილი პოლიციელების და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, მოქმედი პოლიციელების უფლებების დაცვა კანონის შესაბამისად, საპარლამენტო ინიციატივების დამუშავება და წარდგენა კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, არსებული მძიმე კრიმინოგენული, სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა ქვეყანაში.

„იმ პირობებში, როცა კრიმინალთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა, ყოველდღე ირღვევა როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პოლიციელების უფლებები, ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც სამართალდამცავთა დაცვის ლიგაა, დაკავებულია ჩვენი კრიტიკით“- აღნიშნა გიორგი ელიზბარაშვილმა.

რაც შეეხება ასოციაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, ელიზბარაშვილი აცხადებს: „ყველა ფორმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიხზაციის მუშაობისთვის საჭიროა გვაქვს დაცული და ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42