ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე დიდი პალატის დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს დღეს უნდა ცაბარდეთ. აღნიშნულის შესახებ კომენტარს რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი აკეთებს. მისი თქმით ამ დოკუმენტში გაკეთებული განმარტებები ამის შემდეგ, როგორც სამართლის ნორმა, ისე იქნება განხილული:
„ველოდებით, რომ ჩავიბაროთ დასაბუთებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს სულმოუთქმელად ველოდებით იმიტომ, რომ დიდმა პალატამ უნდა ახსნას ის იშვიათი სამართლებრივი პრობლემა და განმარტოს ყველა ის საკვანძო საკითხი, რა დასაბუთებითაც კოლეგიამ გადასცა დიდ პალატას. ანუ მოვისმენთ, ჩვენ დღეს გავარკვევთ, თუ როგორ იმსჯელა დიდმა პალატამ. ეს განმარტებები გახდება სავალდებულო ყველა ინსტანციისთვის და, შესაბამისად, დამკვიდრდება როგორც სამართლის ნორმა,“ - განცხადა თამთა მურადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






