კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
პოლიტიკა - 18:22, 04 Apr, 2017     941
“აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმით. იმით, თუ რამდენი რამის მიღწევა შეძელით ასეთი მოკლე დროის განმავლობაში“, - ამ სიტყვებით დაიწყო საპასუხო მონოლოგი ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა იასონა ლაოლიმ, რომელიც წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

„ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ინდონეზიის დელეგაცია დაინტერესდა საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში გატარებული რეფორმებითა და დანერგილი სიახლეებით. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შესაძლებელია, ქართველმა ექსპერტებმა სასწავლო ვიზიტი განახორციელონ ინდონეზიაში და დაეხმარონ ჩვენს კოლეგებს პენიტენციური სისტემის რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის განცხადებით, საქართველოს გამოცდილება ძალიან ღირებული და შთამბეჭდავია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც თქვენს სისტემაში გატარდა. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხს და ამ მხრივ, სიახლეს წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის კონცეფცია. საქართველოში ვიზიტით ჩამოვაყალიბებთ ხედვას, რომელიც ინდონეზიის პენიტენციური სისტემის მოდერნიზაციაში დაგვეხმარება“, - იასონა ლაოლამ.

დელეგაცია ასევე გაეცნო პრობაციის სააგენტოს მუშაობასა და დაბალი რისკის დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის მოწვევით იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42