ქართული სტარტაპ კომპანიები სილიკონ ველის ეწვივნენ
პოლიტიკა - 18:20, 04 Apr, 2017     973
საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სილიკონ ველიზე პალო ალტოს (კალიფორნიის შტატი) ეწვივნენ.

სილიკონ ველიზე ჩატარდა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გახსნეს. საქართველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო ბიზნეს გარემოზე და მთავრობის მიერ ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებზე. მან გამოხატა ქართული მხარის მზაობა ხელი შეუწყოს სილიკონ ველის ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ამერიკული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის მეტად წახალისებას მიზნით საქართველოს საელჩო აშშ-ის სხვადასხვა შტატში სამუშაო ვიზიტებს მომავალშიც გეგმავს.

სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შერჩეული რვა სტარტაპ კომპანია სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნეს კონტაქტები, შეხვედროდნენ ამერიკელ ინვესტორებს, გაეზიარებინათ გამოცდილება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისაგან, საკუთარი პროექტები წარედგინათ 50-მდე ამერიკული ინვესტორის წინაშე და ტრეინინგები გაევლოთ სილიკონ ველის წამყვან სპეციალისტებთან გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით.

სამომავლო თანამშრომლობისათვის ქართველი სტარტაპების მოლაპარაკებები ამერიკელ ინვესტორებთან აღნიშნული ვიზიტის შემდგომაც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42