„არაფრის გაუქმებას, უკან დაბრუნებას, ხელების ამოგრეხვას არავის ვუპირებთ“ - აცხადებებს მინისტრი და იქვე დასძენს, რომ მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ფუნქციებს შორის სხვაობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.
„თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, ზუგდიდში ერთი ადამიანი რატომ ვერ გააკეთებს იმავე მმართველობას? ერთსა და იმავე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგებელიც. ამაზე გვაქვს საუბარი და ამაზე მიდის მსჯელობა,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ რომ არგუმენტები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ წარადგინა, უსაფუძვლოა.
ეს განცხადებები 120-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები






