დავით ნარმანიამ, თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი წარუდგინა, მათ შორის: მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის და თბილისის ზღვის განვითარების გეგმის, ასევე, ვარკეთილში, 70 ჰა ტერიტორიის განვითარების, სასტუმროების მშენებლობისა და მუნიციპალური ამბულატორიების განახლების პროექტები.
მხარეებმა ღიად დააფიქსირეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში არაბი ბიზნესმენების დელეგაციის ჩამოსვლა დაიგეგმება.
მოგვიანებით, თბილისის მერი დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პრეზიდენტს, დავუდ ალ შეზავის შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში შექმნილი ხელსაყრელი ბიზნეს გარემო, მარტივი პროცედურები, დაბალი გადასახადები და მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ქალაქს ინვესტორებისთვის მიმზიდველს ხდის. მისი თქმით, საინვესტიციო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში ბიზნეს ჰაბის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ.
დავით ნარმანიამ Dubai World Trade Center-ში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თბილისი ისე, როგორც არასდროს ღიაა ინვესტორებისთვის, კერძო სექტორს კი როგორც ქვეყნის, ისედედაქალაქის მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.
"საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და წლიური საინვესტიციო ფორუმის დამფუძნებელთან ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც შესაძლებელია თბილისში უახლოეს პერიოდში განხორციელდეს, ისევე როგორც, ვისაუბრეთ ბიზნესწრეების თბილისში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა ადგილზე გაეცნონ ჩვენს მიერ წარდგენილ 5 მთავარ პროექტს. აღნიშნულზე არაბულმა მხარემ მზაობა გამოთქვა. მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური ინვესტორები ადგილზე გაეცნობიან საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნესგარემოს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ",- განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანია, #AIM2017 -ის ფარგლებში, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებსაც ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






