საქართველო ევროპასთან თანამშრომლობის აქტიურ ფაზაში გადადის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმდა ხელშეკრულება ევროპოლთან, ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგამოძიებო და სამართალდამცავ უწყებებთან, მიიღოს და გაცვალოს მათთან ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქარტველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპოლში წარიგზავნება წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის მიერ შექმნილ სხვადასხვა საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში:
„ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ევროპოლის პარტნიორი ხდება და საქართველო ამით თანდათან ხდება ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი, ევროპოლის ოპერატიულ პარტნიორად ქცევა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს, ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ცვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვის სფეროშიც, შესაბამისად ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სრულიად სხვა შესაძლებლობები.
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და წინსვლა. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერაც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი და ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სულ სხვა შესაძლებლობები",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






