უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ ინფორმაცია დაცულ სისტემაში განთავსდა
პოლიტიკა - 11:38, 04 Apr, 2017     1388

საქართველო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რეგიონსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის ლიდერია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი პირველი სახელმწიფო უწყებაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების შესახებ ამონაწერი ყველაზე დაცულ სისტემაში განათავსა.

ამ დროისთვის ბლოკჩეინში უკვე 100 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

სახელმწიფო რეგისტრაციებსა და ტრანზაქციებში Blockchain-ის დანერგვის მთავარი უპირატესობა ამონაწერის სანდოობა და უსაფრთხოების გაზრდაა.

ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის.

2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

აღნიშნული სიახლე საჯარო რეესტრის მხრიდან ამონაწერის ჰეშირებას ითვალისწინებს. ჰეში სიმბოლოების წყობაა, რომელიც თითოეული დოკუმენტისთვის უნიკალურია. ამონაწერის უტყუარობას ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული ჰეშების იდენტურობა მოწმობს. შესაბამისად, ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტად დაცულს, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა და გამჭვირვალეს გახდის.

ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია.

აღნიშნული სიახლე მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.

ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. განახლებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია, ავტომატურ რეჟიმში, ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში აისახება. მოქალაქეებს ამონაწერის განახლება შეუძლიათ ინტერნეტით, ასევე საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს.

სარეგისტრაციო სერვისების ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებული ინფრასტრუქტურით, ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში (Doing Business) საქართველოს წამყვანი პოზიციით კომპანია BitFury Group დაინტერესდა. “ბიტფური ჯგუფთან“ თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით დასრულდა. 2017 წლიდან საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის და სმარტ კონტრაქტების დანერგვას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42