სტოკჰოლმში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნეს
პოლიტიკა - 11:23, 04 Apr, 2017     1180

შევედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენლებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარე იორან ლენმარკერი და ორგანიზაციის ოცამდე წარმომადგენელი, ასევე შვედეთის პარლამენტის წევრები, ექსპერტები და ჟურნალისტები.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და სტოკჰოლმის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს ელჩმა აღნიშნა ვროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გახლავთ სწორედ შვედეთისა და პოლონეთის მიერ ინიცირებული ‘აღმოსავლეთ პარტნიოპრობის’ ფორმატის უმნიშვნელოვანესი წარმატება. ელჩმა ასევე ისაუბრა განვლილი 25 წლის განმალობაში თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებზე, როგოირცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლებრივი სისტემის სრულყოფა, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური პროექტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42