,,ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ!“ - პრემიერი
პოლიტიკა - 09:29, 04 Apr, 2017     8594
ქუთაისი აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა, სიტყვით გამოსვლის, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა - თითქმის მილიარდიანი პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია.

"თბილისის მაღალტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, ის იქნება ერთიანი კომპლექსი და ქუთაისი გახდება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც მას სრულიად ახალ იმპულსს შესძენს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, ასევე საჯაროდ - ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ! ქუთაისი ისტორიულად იყო და არის საქართველოს კულტურული ცენტრი და ის ასევე გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და ტურისტული ცენტრი", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა უმნიშვნელოვანეს პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მთავრობის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

"ეს მაგისტრალი არ არის მხოლოდ სარკინიგზო ობიექტი, ეს არის შემადგენელი იმ ძალიან დიდი სივრცითი განვითარების პროექტისა, რომელიც ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია და საქართველოს ყველა წერტილში ძირითადი ინფრასტრუქტურის მიყვანას და ძირითადი მომსახურებების მიტანას გულისხმობს. ქუთაისი გახდება საქართველოს სივრცითი განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სასტუმრო „ბესტ ვესტერნის“ შესახებ, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ ხელშეწყობით აშენდა და დღეს გაიხსნა. გიორგი კვირიკაშვილი საწარმო "იმერის" საქმიანობასაც შეეხო, რომელმაც პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, დამატებით 200-მდე ადამიანი დაასაქმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დროის ათვლის დაფა ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაა მითითებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42