შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატში საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა უდიდესი მნიშვნელობისაა- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:17, 03 Apr, 2017     1408
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მანაწილეობა, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ ტარდება.
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩვენი ერის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნატო-ს ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება უკვე ურყევი ტრადიციაა და სწორედ ამ ღირებულებითი ერთიანობიდან გამომდინარე, ჩვენი ჯარისკაცები ტრადიციულად იცავდნენ სტაბილურობასა და სიმშვიდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს სამსახურისათვის და იმ ოჯახებს, რომლებმაც საკუთარი შვილები გააგზავნეს ქართულ სამშვიდობო მისიებში.
„საქართველო-ნატო-ს პარტნიორობა იმ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ემყარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს შორის, მაგრამ, არა მხოლოდ - ეს არის პოლიტიკური პარტნიორობა; ეს არის პარტნიორობა, რომელიც უკავშირდება ერთიან ღირებულებებს და ერთიან მისწრაფებებს.
მინდა ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვან ფორმატს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოსა და ნატო-ს შორის - ეს არის შავი ზღვის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა.
შავი ზღვის უსაფრთხოება და დაცულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურად რეგიონისთვის, იმისათვის, რომ რეგიონული თანამშრომლობა - თანამშრომლობა აზიასა და ევროპას შორის იყოს უსაფრთხო და პერსპექტიული.
ჩვენ ამ თვალსაზრისით ვაღრმავებთ ჩვენს პარტნიორობას და ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურად და მაღლა წევენ საქართველოს თაობაზე დისკუსიას.
ჩემი დღის წესრიგის წინა კვირა, ფაქტიურად მთლიანად მიეძღვნა ამ საკითხებზე საუბარს. მინდა ხაზი გავუსვა ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, სადაც ბუნებრივია დომინირებდა სწორედ ჩვენი მომავალი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და, შემდეგ ვიზიტი ლიტვის პრეზიდენტთან, სადაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს საკითხს კიდევ უფრო მაღლა აწევს ყველა ევროატლანტიკურ ფორმატში.
დარწმუნებული ვარ, რომ ნატო - ს დღეები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი საზოგადოების გათვითცნობიერებულობის და პოლიტიკური პროცესის კიდევ უფრო კონცენტრაციის თვალსაზრისით ამ მიმართულებით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42