საქართველოს შინაგან საქემტა მინისტრის ყოფილ მოადგილზე განხორციელებულ ტავდასხმა შს მინისტრი მოადგილე შალვა ხუციშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ხვედელიძის საქმეში არ ფიგურიებს იარაღი, გამოძიება მომხდარზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს:
"პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენს ალბათ გვეტყვის გამოძიება, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სანამ გამოძიების შედეგები არ იქნება, რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს და დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ ცემას,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






