7 აპრილს პარლამეტის წინაშე პრეზიდენტის წარდგომასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო-მდივანი ანა დოლიძე კომენტარს აკეთებს, დოლიძე დაგეგმილ დებატებს მიესალმება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ანგარიშის წარდგენისას არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს:
"დემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრი და უნდა იყოს და მაშინ როდესაც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა თვითიზოლაციისკენ მიდის, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით მოეწყოს შინაარსობრივი, ღრმა, გაცხოველებული დებატები.
პრეზიდენტის წოველწლიური გამოსვლა, ბუნებრივია, ეხმიანება ყველა იმ ყველაზე საჭირბოროტო თემას, რომელიც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს ხალხს. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება, ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის სამართალდამცავი თემები, ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ. ყველაფერი რაც ადარდებს ქართველ ხალხს უპირველესად იქნება ასახული პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაში.
ჩვენი მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრი ჯგუფი აპირებს გაასჩივროს მოსმენების შესახებ პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ აქტიური კონტაქტი გვაქვს ყველა ამ ჯგუფთან და გავაგრძელებთ მათთან კონსულტაცას. მოგვიანებით, ბუნებრივია, ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად რა თანამშრომლობის ფორმები გვექნება.
საქართველოს პრეზიენტს, მოგეხსენებათ, რომ სამჯერ აქვს ვეტოს უფლება გამოყენებული მოსმენების კანონზე, სწორედ იმიტომ, რომ მას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი ქვეყნისთვის სწორი სისტემის ჩამოყალიბება. შესაბამისად პრეზიდენტი იქნება გამუდმებით აქტიური ამ თემასთან დაკავშირებით, გააგრძელებს ყველა ჩართულ ჯგუფთან კონსულტაციას, ხოლო თანამშრომლობის რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი მოგვიანებით გეცნობებათ"- აცხადებს დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






