ნორვეგია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ამბიციურ რეფორმას მხარს უჭერს
პოლიტიკა - 14:55, 03 Apr, 2017     1261
საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ და ინე ერიქსენ სორეიდემ განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან იზორიამ საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და კოლეგას ნორვეგიის სამეფოს მთავრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩამოყალიბდა; განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნაში ნორვეგიის მხარდაჭერა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ ნორვეგიის მხარდაჭერაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ ფინანსურად და ექსპერტების დონეზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბებისა და შემდგომი განვითარებისთვის მაქსიმუმი გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს სურვილი აქვს აღნიშნული ფორმატის ასოცირებული წევრი გახდეს: „ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ეს აზრი მოეწონა და გეგმავს, რომ კოლეგებს ფორმატის შესახებ თავისი შეხედულება გაუზიაროს“.

ინე ერიქსენ სორეიდემ ნორვეგიის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ნატოს ყველა დონის შეხვედრაზე აფიქსირებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შემდგომ განვითარებაში მხარდაჭერისთვის ნორვეგიის მზაობა გამოხატა.

„განვიხილეთ ის ამბიციური რეფორმები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ ძალიან დიდ და საჭირო გეგმას ახორციელებთ, რომელიც ამავე დროს რთულიცაა. ამჟამად ნორვეგიაში ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ნატოს ძალიან ღირებულ პარტნიორზე. იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ ურთიერთობაში კიდევ უფრო წინ წავიდეს და უფრო საიმედო პარტნიორი გახდეს“, - განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42