საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:37, 03 Apr, 2017     1174

საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა - ლიტვის წარმატება". უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენტი მუშაობს მთავრობის მიერ ინიცირებული „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე.

„პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილვისას მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიზანი ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა, საგზაომოძრაობის ყველა მონაწილის მიმართ უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდაა. ესენი არიან მძღოლები, მგზავრები და ქვეითები“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იგი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში საერთაშორისო ჩემპიონატს გამოეხმაურა, რომელიც გუშინ, 2 აპრილს ქალაქ რუსთავში გაიმართა. „ჩემპიონატი, რომელიცსაქართველოში გაიხსნა, კიდევ 9 ქვეყანაში გაიმართება, გუშინ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი და წარმატებული მრბოლელები პირველობისთვის იბრძოდნენ რუსთავის ავტოდრომზე. ამ შეჯიბრის მთავარი გზავნილი სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება იყო. ღონისძიება 82-ზე მეტმა მედია საშუალებამ გააშუქა და მილიონობით ადამიანმა ნახა, და საქართველო თავისი ახალი სახით წარმოჩნდა მსოფლიო ავტოსპორტის სფეროში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობა ყველაზე უსაფრთხოაშვედეთში, ხოლო ყველაზე სავალალო მონაცემები რუმინეთსა და ბულგარეთს აქვს. მისივე თქმით, ლიტვაში რეფორმის გატარების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევები 22% -ით შემცირდა. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ორი ქვეყნის - ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობას და ვცდილობთ, გაგიზიაროთ ჩვენი პრაქტიკულიგამოცდილება, რომელიც ღირებული იქნება საქართველოსთვის ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად“, - განაცხადა გიედრიუს პუოჯუნასმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, შალვახაბულიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები სამკომპონენტიანია: 1. რაციონალური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა; 2. ეფექტური აღსრულება და 3.ტექნოლოგიების როლის ზრდა.

მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შემოდის მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემისდაკავშირება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა. ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას, ისე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობასაც, რათა აღნიშნულ სფეროში არ დადგინდეს არათანაბარი და დისკრიმინაციული რეგულაციები. შალვა ხაბულიანის ინფორმაციით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით. მისი თქმით, ინერგება უკონტაქტო პატრულირების სისტემა. პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული სიჩქარისმზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმაზე, ლიტვაში ამ მიმართულებით წარმატებით განხორციელებული ცვლილებების მაგალითზე ისაუბრა ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლიტვის გზების ადმინისტრაციაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, ნიემუნას აბუკაუსკასმა. მისი ინფორმაციით რეფორმა დაიწყო მიდგომების შეცვლით, საგზაო ინჟინერიისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით დაიწყოდა რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა. „ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არ არის ბედისწერა. შემთხვევათა 90% გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით. საზოგადოების ცნობიერების შეცვლა სწრაფად ვერ ხერხდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გარემო, გააუმჯობესოთ საგზაო ინჟინერია და იფრაქტრუქტურა“, -განაცხადა ნიემუნას აბუკაუსკასმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42