„ყველა ძირითადი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, სკოლამდელი განათლების კუთხითაც, სასკოლო განათლების კუთხითაც, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერებისა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების კუთხით. თითოეული მიმართულებით წარვადგენთ ძირითად მიმართულებებს. აქ ორი ძირითადი მიმართულებაა, ერთი არის ახალი სახელმძღვანელოები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ გვინდოდა, რომ წელს შესულიყო ახალი სახელმძღვანელოები სკოლაში, თუმცა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წელს გვექნება ელექტრონული ფორმატები და მომავალი წლიდან უკვე დაბეჭდილ წიგნებს მიიღებენ ჩვენი მოსწავლეები. ეს სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი, ეს არის ერთი მიმართულება, დიდტანიანი სახელმძღვანელოები გაიყოფა ორ ნაწილად. მეორე მიმართულება არის ის,რომ ვფიქრობთ გაკვეთილების რაოდენობა ძალიან ბევრია, განსაკუთრებით შუა კლასებში და ვფიქრობთ, რომ გაკვეთილების ცხრილი შეძლებისდაგვარად შედარებით განვტვირთოთ. რამდენიმე იქნება მაქსიმალური გაკვეთილი ჯერ არ ვიცით, ამაზე სპეციალისტები მუშაობენ. ეს ყველაფერი მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყება.” - განაცხადა ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






