დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი ექნებათ, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.
„პარლამენტს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, იყოს არა მხოლოდ მსმენელი ამ პროცესში, არამედ პარლამენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საფუძვლებს. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი იმ მსჯელობის პროცესშიც, რომელიც გაიმართება. ჩვენთვის ეს არ არის სანახაობა, ეს არის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური პროცესი, როდესაც ყველა თავის ფუნქციას და მოვალეობას ასრულებს",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
პრეზიდერნტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სხდომაზე დასწრებას გეგმავენ პრემიერი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






