დავით ნარმანია დუბაიში გაემგავრა
პოლიტიკა - 13:46, 02 Apr, 2017     1496

თბილისის მერი დავით ნარმანია საქმიანი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც დუბაის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია, რომელსაც საამიროების უდიდესი ქალაქი მე-7-ედ მასპინძლობს, წამყვანი გლობალური პლატფორმაა და მიზნად ისახავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, ინვესტიციების მოზიდვის მდიდარი გამოცდილებისა და ამ კუთხით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

მაღალი რანგის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, დავით ნარმანია შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე, კონფერენციის მონაწილე ჰოლდინგების ხელმძღვანელებთან და მათ თბილისის როგორც საინვესტიციო, ასევე, ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

თბილისის მერის განცხადებით, განხორციელებულმა რეფორმებმა და მიმზიდველმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ინტერესი გააჩინა როგორც ქვეყნის, ისე დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალისადმი. დავით ნარმანიას თქმით, ფორუმის ფარგლებში ინვესტორებს თბილისი ორ მნიშვნელოვან პროექტს წარუდგენს.

,,გამომდინარე იქიდან, რომ ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერესი თბილისის მიმართ საკმაოდ დიდია, ჩვენ წარვადგენთ ორ პროექტს, ესენია: თბილისის ზღვის განვითარების პროექტი და ქალაქში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობის პროექტი, რომლებთან დაკავშირებითაც წინასწარი მოლაპარაკებებიც არსებობს. ასე რომ, დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტები მოწონებას დაიმსახურებს და შესაბამისი საინვესტიციო ჯგუფები შემდეგ უკვე თბილისშიც ჩამოვლენ",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონფერენციას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ბიზნეს დელეგაციები, მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და მეცნიერები ესწრებიან. თემატურ პანელებზე განხილული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიები, მონაწილეები იმსჯელებენ, თუ რა როლი აქვს

ინვესტიციებს ქვეყნის განვითარების გზაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრაქტიკას. მე-7 ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის (AIM) მთავარი თემაა - „საერთაშორისო ინვესტიციები - გზა კონკურენტუნარიანობისა და განვითარებისკენ“.

ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა (AIM) დუბაიში 2-დან 4 აპრილამდე გასტანს. კონფერენციას Dubai World Trade Centre მასპინძლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42