„ცენტრ პოინტის“ საქმე - ნინო დარასელის განცხადებით, კომპანიას ჰქონდა რესურსი და შეიძლებოდა დაზარალებულების დაკმაყოფილება, თუმცა ცენტრ პოინტის ქონებაზე ყადაღის მოხსნაზე პროკურატურისგან არ ყოფილა შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ დარასელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება, ძალიან მოკლევადიანი ტაშის ეფექტზე იყო გათვლილი რაც გუშინ იყო, თუმცა, პობლემის დასრულება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, მაგალითად 4 წლის წინ როდესაც დაიწყო ეს პროცესი, კომპანიას ჰქონდა რესურსი ქონების სახით და ამ ქონების ხარჯზე შეიძლებოდა აბსოლუტურად ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილება და კიდევ ახალი მშენებლობების გაგრძელება, ოჯახს ჯიბეში არ აქვს ქონება, კომპანიის ქონებაზე არის საუბარი, ძალიან დიდი რაოდენობის უძრავ ქონებაზეა საუბარი, მიწებზე. არ მოხერხდა იმიტომ, რომ არ იყო ნება. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში კომპანიამ თვითონ მოიზიდა ინვესტორები და ასევე, დღეს უკვე რამდენიმე პროექტს ასრულებს ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერული კომპანია. პროკურატურამ იცოდა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომ არსებობს ინვესტორი, რომელიც თანახმაა შეიძინოს ერთ-ერთი დიდი მიწა, რომლის ხარჯზეც დასრულდება ყველა დაზარალებულის პრობლემა“, - განაცხადა დარასელმა.
მისივე თქმით საუბარია არა 6 200 დაზარალებულზე, არამედ 4 ათას დაზარალებულზე:
„6 200, ეს ციფრი არსებობდა მაშინ, როდესაც დაიწყო ეს პრობლემა, ახლა დაზარალებულია 4 ათასი ადამიანი იმ ხალხიანად, რომლებსაც ექსპლუატაციაში არ ჰყავს აყვანილი საკუთარი ბინა, რეალურად 1500 არის ასაშენებლი ბინა“, - აღნიშნა დარასელმა.
ნინო დარასელი აცხადებს, რომ არსებობს ინვესტორი რომელიც მზად არის ყოველგვარი მოგების გარეშე დაასრულოს გარკვეული მშენებლობები და დააკმაყოფილოს დაზარალებულები:
„არსებობს მყიდველი, ადამიანი, მეცენატი, ფაქტობრივად მხოლოდ მეგობრობის ხარჯზე აკეთებს ამას, არანაირი ინტერესი არ აქვს. კომპანიას მოგება არ ექნება, მოგება კი არა, მთლიანად წაგებული ვართ ყველა. აბსოლუტურად ყველა მშენებლობა დასრულდება, თუ მოხდება შეთანხმება. სამწუხარო აქ ის არის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო ბევრი წლის წინ, მაგრამ არ იყო ნება. მე არ გამიგია ერთი ოჯახიდან სამი ადამიანის ციხეში გამოკეტვა, მიუხედავად იმისა, რომ არსად გაქცეულან, მორალურადაც საოცრად დაზარალებულები ვართ. დედაჩემი დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არც უფიქრია მიმალვა, ჩვენი პრობლემები დასრულდებოდა, როცა დაკმაყოფილდებოდა დაზარალებულთა ინტერესები“, - აღნიშნა დარასელმა.
მასალის გამოყენების პირობები






