ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აექსანდრე ჯეჯელავა სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებს. ჯეჯელავას განცხადებით, ომბუდსმენის მოსაზრება ომბუდსმენის მოსაზრებაა და თავად მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ეყრდნობა:
”პირველ რიგში, ვეყრდნობი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მდგომარეობა თითოეული ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წლებთან შედარებით. პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ნაწილშიც გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს. პირადი ცხოვრების ჩანაწერების და მაკომპრომენტირებელი ჩანაწერების ნაწილშიც შედარებაც არ შეიძლება ამ მდგომარეობის ადრინდელ მდგომარეობასთან. სახალხო დამცველი თავის საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, ყველა პუნქტში გაუმჯობესებული გვაქვს მდგომარეობა და ეს დასტურდება საერთაშორისო ანგარიშებით. სახალხო დამცველის მოსაზრება პრინციპში მისი მოსაზრებაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ როგორც მედიის მიმართულებით, ასევე პირადი თავისუფლების, ადამიანის უფლებების ყველა პუნქტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბოლო წლების განმავლობაში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






