„მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევა გახმაურებულ ე.წ. „ციანიდის საქმეში“, მაშინ როცა პროკურატურა თავად ასაჯაროებდა საქმის სხვადასხვა დეტალებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში სახალხო დამცველი პატიმართა შორის ძალადობის პრევენციის თემაზეც საუბრობს:
„პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. პრობლემურია დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და ზოგადად დისციპლინური სახდელების გამოყენების არაერთგვაროვანი პრაქტიკა“, - აცხადებს ომბუდსმენი.
მასალის გამოყენების პირობები






