კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მხრიდან დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობა - ომბუდსმენის ანგარიში
პოლიტიკა - 13:45, 01 Apr, 2017     1926

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2016 წელი. ანგარიშში ნათქვამია, რომ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა:

„2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.

საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა. მსგავსი პრაქტიკის სამიზნე ძირითადად პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ გამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც „რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.

ე.წ. „გასაუბრების“ სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის უსაფრთხოებას. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილში, რომელიც მისი გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით. დ.ს.-ს საქმეზე სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი ფორმალური დაკავების დროს. ასეთ დროს, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით, მის მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და შემდეგ აკავებენ ოფიციალურად. თუმცა, მოწმის სტატუსით მიყვანის დროსაც პირს არ უმარტავენ უფლებებს, მათ შორის, უფლებას ადვოკატზე; ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას.

შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42