პოლიტიკური პარტიების ქალი წევრების განცხადება რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 12:56, 01 Apr, 2017     8678

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან:

„ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ქალები შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრების გამო.

ვთვლით, რომ ყველა სისხლის სამართლებრივი ბრალდება გამოძიებული უნდა იქნას და სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტის დაცვით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის ზომა უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს პიროვნების, ამ შემთხვევაში ქალბატონი რუსუდანის უაღრესად დიდ წვლილს საქართველოს საპარლამენტო მუშაობის განვითარების პროცესში.

კონკრეტული სისხლის საქმის სამართლებრივ დეტალებზე მსჯელობა სცდება ამ საკითხში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილისთვის ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს პროპორციულ სასჯელს. ასევე გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსუდან კერვალიშვილის დის, ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამო საპატიმრო პირობებისა და მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გამო.

ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის საქმეში, არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და არა კონკრეტული პირის და ოჯახის მიმართ ანგარიშსწორებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

1. ნატო ასიტაშილი - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

2. თინათინ ბოკუჩავა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

3. ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

4. მარიამ გერსამია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

5. ხათუნა გოგორიშვილი - მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42