საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაკაში დაიწყო
პოლიტიკა - 10:05, 01 Apr, 2017     983

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩინეთის,იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ფიჯის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანია: პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონებში საქართველოსადმი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მობილიზება. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატების პარალელურად, ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს წამყვან და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ცვალებადი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართულებით. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზემოაღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ.

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 171 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი 1-5 აპრილს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში იმართება და მისი მთავარი თემაა: „უთანასწორობის აღმოფხვრა:ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“. ასამბლეის სხდომა 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნება.

ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაზე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42