"ბიჭი ორსულ ქალს იცავდა" - რატომ დააკავეს თბილისის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი - შსს-ს კომენტარი (ვიდეო)
მოქალაქე გიორგი მაისა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცს აკავებს.
ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ "თვითმხილველების თქმით, დაკავებული ორსულ ქალს იმავე პატრულისგან იცავდა".
❝ის რომ ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და ანარქიაა და თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ ყოველდღიურად სადაო საკითხი აღარაა, ამის იგნორირება ჩვენი მხრიდან კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს. დღეს დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიბყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ. საუბრიდან რამოდენიმე ფრაზა მომესმა რომელსაც ეს ქალბატონი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ეგრედწოდებულ ზებრაზე გადასვლას და იმას თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა ცდილობდა შიგადაშიგ ერთი სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის. პატრულის თანამშრომლები კი თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას,ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ საკუთარ კოლეგებს დასახმარებლად. თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია, მანქანა რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი რომელიც მას იცავდა იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს თავად შეგიძლიათ ვიდეო მასალაში იხილოთ"- წერს თვითმხილველი.
"ნიუპოსტი" საკითხის გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქემ სამართალდამცავებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათივე ინფორმაციით, შესაბამისი ფაქტებით დასტურდება.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ფაქტზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
რაც შეეხება დაკავებისას სამართალდამცავთა ქმედებას, უწყებაში განმარტავენ, რომ ფაქტზე მოკლვლევა შს სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






